შეკვეთილში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

შეკვეთილში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქვე მე-20 დღეა რამდენიმე აქტივისტი ამავე მოთხოვნით შიმშილობს. მათ კარავი აქვთ გაშლილი.

,,ჩვენი მოთხვონა უცვლელია, გიორგი გახარიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს სერიოზული ზარალი მიაყენა და ვიდრე ქვეყანაში წესრიგი არ დამყარდება, მანამდე კარვები იქნება შეკვეთლიში გაშლილი“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბონდო თედორაძემ.