გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით, 10 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.

მისივე თქმით, მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია 5 ერთეული სახანძრო- სამაშველო მანქანა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.