სიღნაღში, მოსაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სიღნაღში, მოსაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ სიღნაღში, მოსაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 450 მეტრის მანძილზე ასფალტის ორფენოვანი საფარი დაიგო. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 108 496 ლარი დაიხარჯა.

„აღსანიშნავია, რომ ოც წელიწადზე მეტია მოსაშვილის ქუჩაზე გზა არ განახლებულა და დაზიანებული საფარის გამო მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.