პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ისინი მთელი დღის განმავლობაში იქნებიან პარლამენტის წინ. „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც „გარყვნილების პროპაგანდას აკრძალავს“.
დღესვე, 19:00 საათზე კი პარლამენტის შენობის წინ, რუსული ოკუპაციისა და გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქციაც უნდა გაიმართოს. ამ აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას მოაწყობენ.

























