შეკვეთილში, აქციის მონაწილეები დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან

შეკვეთილში, აქციის მონაწილეები დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან

შეკვეთილში, აქციის მონაწილეები მსვლელობას აწყობენ. ისინი დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან. მსვლელობაში მონაწილეები მეგაფონებით ხელში სკანდირებენ

,,ძირს ოლიგარქი", „გახარია, წადი!" ,,არა ოკუპანტს” . ისინი შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

აქციაში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.