გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბათუმში პარალელურ რეჟიმში ორი აქცია გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბათუმში პარალელურ რეჟიმში ორი აქცია გაიმართა. ერთი აქცია მესამე სექტორის, ხოლო მეორე „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ აქციაზე, რომელსაც მესამე სექტორი მართავს, თავმოყრილი არიან პროვოკატორები და „პატრიოტთა ალიანსის“ მესიჯებს აჟღერებენ.
თავის მხრივ, მესამე სექტორის აქციაზე აცხადებენ, რომ 9+7 სისხლიანი რეჟიმი საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს და ისინი გმობენ როგორც წინა ხელისუფლებას, ასევე მოქმედი მთავრობის რეჟიმს.

























