აქციის მონაწილეებმა ხულოში გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა ხულოში გზა გადაკეტეს

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა სოფელ პაქსაძეების ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, ადიგენისა და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელია, ზამთარში კი გზები სრულიად პარალიზებულია.

მოსახლეობის თქმით, ყოველი არჩევნების წინ მთავრობა გზის რეაბილიტაციას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხულოში ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით გადაკეტა.

აქციის მონაწილეებს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე შეხვდა. მოსახლეობის თქმით, ხულოს მერი პარასკევამდე პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. თუ უმოკლეს ვადაში გზის კეთილმოწყობა არ დაიწყება, მოსახლეობა აქციების გაგრძელებას აანონსებს.