ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ, ხმაური იყო

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ, ხმაური იყო

დილიდან ხმაური იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ხატია დეკანოიძე და გიორგი ბოტკოველი მივიდნენ. მათ დღის წესრიგში მუნიციპალიტეტისთვის რეანიმობილის შეძენის საკითხის ჩასმა მოითხოვეს. აღნიშნულს კამათი მოჰყვა, რის გამოც საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.

ხატია დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ყვარელში რეანიმობილის არქონის გამო, ადგილობრივები შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

„ყვარლის მუნიციპალიტეტს არ აქვს რეანიმობილი, რის გამოც, უკვე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, დედაჩემის ძმა. მაინტერესებს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა გაკეთდა 7 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ბრალდებებს უპასუხა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით ქევხიშვილის განცხადებით, პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს და საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაყენებულია.