შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი აქტივისტი შიმშილობას აგრძელებს

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი აქტივისტი შიმშილობას აგრძელებს

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი აქტივისტი შიმშილობას აგრძელებს. მათ კარვები აქვთ გაშლილი. ისინი თბილისში მიმდინარე აქციას უერთდებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

„სანამ შეგვეძლება, შიმშილობის აქციას გავაგრძელებთ. ჩვენი ნებით არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას,“- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ მოშიმშილე მინდია ადაძემ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.