ზუგდიდში “მშვიდობის მარში“ გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა “მშვიდობის მარში“ გამართეს. აქციის მონაწილეები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებენ და მის გადადგომას ითხოვენ.
„ამ მარშით ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციებს. ჩვენი ორი მოთხოვნა, რაც ეხებოდა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და 20 ივნისის ღამეს დაკავებულების გათავისუფლებას, დაკმაყოფილდა. თუმცა ჩვენი მთავარი მოთხოვნა გადადგეს გიორგი გახარია ძალაში რჩება. მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათ მსვლელობა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლიდან დაიწყეს. აქცია უკვე დასრულებულია.

























