გორის მერია ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს სხვადასხვა ღონისძიებით შეუერთდა

გორის მერია ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს სხვადასხვა ღონისძიებით შეუერთდა.
გორის მერიის ინფორმაციით, ენერგეტიკის დღის აღსანიშნავად, გორის მერიის ორგანიზებით ახალგაზრდებისათვის მოეწყო ინფო-ტური ქართლის ქარის ელექტროსადგურში. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს ქვესადგურის ტერიტორია, ტურბინები, მოისმინეს ინფორმაცია ელექტროსადგურის მუშობის პროცესზე, ელექტროსადგურის გამომუშავებელი ენერგიის რაოდენობასა და სადგურის მნიშვნელობაზე.
„ქარის ელექტროსადგურში სტუმრობის შემდეგ, ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ გაგრძელდა. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალბაღში გორის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების მიერ ენერგოეფექტურობის შესახებ შესრულებული ნახატები გამოიფინა, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და პატარა მოტანვარჯიშეების მიერ ფლეშმობი გაიმართა.
ენერგოეფექტურობის თემასთან დაკავშირებით ნახატების კონკურსის გამარჯვებულს ნანიკო ახალბედაშვილს ღონისძიების მთავარი პრიზი - მზის ენერგიაზე მომუშავე დენის წყარო გადაეცა.
ღონისძიების ყველა მონაწილეს გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ სახელით ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობისთვის სამადლობელი სიგელები, მაისურები, გულსაბნევეი და ჩანთები გადაეცათ“, - აღნიშნულია გორიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























