ბათუმი-ჩაქვის გზაზე მოძრაობა აღდგა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე მოძრაობა აღდგა

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. პარალიზებული იყო მახინჯაურის მონაკვეთი, სადაც შპს "ბათუმის წყლის" თანამშრომლებმა სანიაღვრე არხები და ჭები გაწმინდეს, რის შედეგადაც ცენტრალურ გზაზე წყლის დონემ იკლო. როგორც მახინჯაურში მცხოვრებლები აცხადებენ, ცენტრალური გზა, - ამ მონაკვეთზე ყოველი ძლიერი წვიმისას პარალიზებული ხდება. მათი თქმით, გზის პარალიზებას გაუმართავი სანიაღვრე არხები და ჭები იწვევს.

ასევე ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.

ბათუმში უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 20-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.