ბათუმში წვიმამ პრობლემები შექმნა

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური საავტომობილო გზა დაიტბორა. ასევე უხვი ნალექის შედეგად ბათუმში, ე.წ ჭაობის დასახლებაში ცალკეულ ქუჩებზე წყალი აცენტრალურ გზაზე გადავიდა.
მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან აცხადებენ, რომ ნალექის გამო ქალაქის ქუჩებში შეფერხებით მოძრაობენ. ამ დროისათვის აჭარაში ძლიერი წვიმაა, ნალექის გამო ჩაქვი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

























