გურიაში დენდროლოგიურ პარკთან " ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ

გურიაში დენდროლოგიურ პარკთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ და პარკში შესვლას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.
თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართეს. ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. ამასთან, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სამი პირი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მათი თქმით, ისინი სოლიდარობას თბილისში აქციის მონაწილეებს უცხადებენ და გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
"აქციები არ დასრულდება მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ახლა კი გადავინაცვლეთ დენდროლოგიურ პარკთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხის კუთვნილება უნდა ყოფილიყო. შევიდეთ და დავათვალიეროთ პარკი",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბონდო თედორაძემ

























