ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მონაწილეობა მიიღო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფარგლებში გამართულ ფორუმში, რომლის მთავარი თემა მრავალფეროვნებისა და ქალთა გაძლიერების წახალისებისთვის პასუხისმგებლიან ბიზნესსაქმიანობას ეხებოდ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და აჭარის მთავრობისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის თანაორგანიზებით შემდგარი შეხვედრა 21 ივნისს, ბათუმში გაიმართა.
„რამდენადაც ფოთის საზღვაო ნავსადგური 2018 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქალთა გაძლიერების პრინციპების - #WEP განხორციელებაში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ვემხრობით მაღალი მიმღებლობის სამუშაო კულტურის დანერგვას და ვისწრაფვით ისეთი გარემოს ჩამოყალიბებისკენ, სადაც არასტანდარტული მიდგომები თუ ზოგადად განსხვავებები, ღირებულია.
ნებისმიერი მრავალფეროვნება, იქნება ეს სამუშაო გამოცდილება, კულტურული თუ ეთნიკური წარმომავლობა თუ უნარებისა და რწმენის განსხვავებულობა, ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უყობს კომპანიების წარმატებულობას, რაც თავის მხრივ ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება. ნავსადგურის თანამშრომლებთან ტარდება პერიოდული შეხვედრები და საუბრები აღნიშნულ თემაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა „ინპორტ-STEM”, რომელიც ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ქალებს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში პროფესიული განათლების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს. „ინპორტ-STEM” სულ მალე, 8 ივლისს დაიწყება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში..

























