ანონსი 29 ივნისი

ანონსი  29 ივნისი

29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "იოტაში" შავი ზღვის მეწარმეთა ასოციაციის ორგანიზებით მცირე ბიზნესის კვირეული გაიხსნება, რომელსაც ბიზნესომბუდსმენი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი, ასევე ადგილობრივი მეწარმეები დაესწრებიან. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ფორუმი და გამოფენა-გაყიდვა.

საკონტაქტო : დავით ქადაგიშვილი 591830303

29 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, Universal Music Publishing Group-ის (UMPG) საქართველოში პირდაპირი წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართება და ხელი მოეწერება მისი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) გაწევრიანების ხელშეკრულებას.

მის: 26 მაისის მოედანი 1

29 ივნისს, 17:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტი, 2016-2019 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ნატალია ედიშერაშვილი.

საკონტაქტო : თამარ ხურცია 555 52 33 50

29 ივნისს, 18.00 საათზე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ინიციატივით“ ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მდებარე მოედანზე გაირთება საპროტესტო აქცია.