ბათუმის საქალაქო სასამართლო ხულოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე  მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ხულოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე  მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხულოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, რემზი ბოლქვაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

მას ბრალი განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

გამოძიების ინფორმაციით, ხულოში, სოფელ ხიხაძირში რემზი ბოლქვაძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, ასევე, სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.