კასპში პროფესიული კოლეჯი შენდება

კასპში პროფესიული კოლეჯი შენდება

კასპში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნოებს, თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები, რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება. კოლეჯის მშენებლობა წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

მათივე ინფორმაციით, სასწავლებელში, რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები მომზადდება. ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.