ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები აქციის დასრულების შემდეგ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ავტომობილებით მსვლელობას მოაწყობენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ თბილისში აქციის მონაწილეებს.
შეკრებილების განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან რამდენიმე პირი შეკვეთილში, გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებს.

























