სიღნაღში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

სიღნაღში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 1-14 ივლისს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი ხელოვანები მიიღებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნახატები, ფოტოები და დეკორი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გაყიდვებიდან მიღებული თანხის 50% სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიების იდეა ეკუთვნის ესპანელ მხატვარს, კაროლინა კრესპოს.

საქველმოქმედო გამოფენა აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.