ალექსანდრე ელისაშვილი - პროპორციული არჩევნები არის წინ გადადგმული ნაბიჯი

მე მიმაჩნია, რომ პროპორციული არჩევნები არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის წინაშე, როდესაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ ამ ქვეყნის შემაფერხებელი სისტემური პრობლემა და ეს სიტემური პრობლემა იყო მაჟორიტარების არსებობა. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ჩვენი, სამოქალაქო მოძრაობის პოზიციაა, რომ 3% ან სამს ზემოთ იყოს ბარიერი, რათა უფრო კრისტალიზება მოხდეს პოლიტიკური სპექტრის, თუმცა ვერც ნულოვან ბარიერში ვერ ვხედავთ ეროვნულ ტრაგედიას. პროპორციული სისტემის პირობებში ხალხს აღარ დასჭირდება მინისტრების გადასაყენებლად ან ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლა, ვინაიდან ხალხის განწყობების პირდაპირპროპორციული ასახვა იქნება პარლამენტში", - განაცხადა ელისაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისინი არ გამორიცხავენ „სამოქალაქო მოძრაობის" უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისივე თქმით, პროცესები სწორედ ამისკენ ვითარდება.

























