„ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ასპინძასა და რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“,,ასპინძა - ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის მე-17 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 25 ივნისს, 09:00 საათიდან -14:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ქალაქ ასპინძას და სოფლებს: ხიზაბავრას, საროს, დამალას, ალასტანს, ხანდოს, ვარევანს და კოკიოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან” აცნობეს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

























