ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი მივიდა

ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი მივიდა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სამოქალაქო აქტივისტებისორგანიზებით, აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" გაიმართა. შეკრებილები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მოთხოვნებს უერთდებიან - შს მინისტრი გიორგი გახარია, გაათავისუფლონ დაკავებულები და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

„ძალინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო დღეს მიღებული. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ხელისუფლებამ აღიარა, ეს იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდების გულწრფელი აქცია. წლებია სხვადასხვა პარტიები ითხოვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ეს ამ ახალგაზრდების წყალობით მოხდა. თუმცა პრობლემად რჩება ის რომ სულ ოთხი მოთხოვნიდან ერთი შესრულდა მხოლოდ.“, - განაცხადა „საერთაშორისო გამაჭვირვალობა-საქარველოს“ ზუგდიდის ოფისი ხელმძღვანელმა, არჩილ თოდუამ.

აქციის მონაწილეებმა მოგიანებით ცენტრალური ბულვარიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. ადგილზე ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ლაგვილავა მივიდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი მეგობრებთან მისასალმებლად მივიდა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, იზიარებდა თუ არა მათ პროტესტს და მოთხოვნებს, თქვა რომ რუსი დეპუტატები არა თუ საქართველოს პარლამენტში არამედ არც ერთ სახელმწიფო დაწესებულბაში არ უნდა შედიოდნენ. მისივე განმარტებით, ძალიან მძიმე იყო მისთვის პოლიციელებისა და მოქალაქეების დაპირისპირების ნახვა. თუცა მისივე განმარტებით, ოპოზიციის მოწოდებებამდე არცერთ მოქალაქეს თმის ღერი არ ჩამოვარდნია.

აქციაზე ლიეტუვას მოქალაქეც იმყოფებოდა. მისი თქმით, ლიეტუვას ახსოვს ოკუპაციის წლები და სწორედ ამიტომ, ის და მისი მეგობრები საქართველოს ყოველთვის გვერდში დაუდგებიან.