თელავში ახალგაზრდებმა თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს

თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა თელავში ახალგაზრდებმა გამოუცხადეს. მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც თელავის თეატრთან გაგრძელებს პროტესტი.
აქციის ორგანიზატორების თქმით, სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებას.
ახალგაზრდებმა აქციაზე ბანერებით - „წადი“, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
„ჩვენი შეკრების მიზეზი არის, სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ, თბილისში მიმდინარე აქციას. ჩვენ მოვითხოვთ, გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული ახალგაზრდები. ასევე მოვითხოვთ, გადადგეს ყველა პასუხისმგებელი პირი“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა ოდიშელაშვილმა.

























