ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა ქუთაისში ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ მოედანზე, კოლხურ შადრევანს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და ოკუპაცია ამ ფორმით გააპროტესტეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა კიკვიძის ბაღში გადაინაცვლეს. მათ კიკვიძის ძეგლზე თეთრი ნაჭერი გააკრეს წარწერით: „საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ აქციის მონაწილეების თქმით, ქუთაისი ევროპული ქალაქია და იქ საბჭოთა გენერლის ძეგლი არ უნდა იყოს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ძეგლის აღებას ითხოვენ.

"დღეს აქ გვაქვს გახარიას ძეგლი და ეს არის ვასილ კიკვიძის ძეგლი, ორივე გასაშვებია აქედან"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.