მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. როგორც საქმის პროკურორმა ვალერი კუჭიხიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქალაქო სასამართლოს განაჩენი რამდენიმე დღის წინ ჩაბარდათ. მისი თქმით, მათი სარჩელი სააპელაციოში უახლოეს დღეებში შევა.

„სასამართლოსგან განაჩენი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ჩაგვბარდა, მიუხედავად ამისა, ვმუშაობთ და აუცილებლად მივმართავთ სააპელციო სასამართლოს და პროცესი გაგრძელდება", -განაცხადა ვალერი კუჭუხიძემ.

30 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის პროკურატურას ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პროცესების სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებას ელოდება მერაბ კვირიკაშვიის ადვოკატიც. მისი თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებდა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ, თითქმის ოთხწლიანი პროცესის შემდეგ მორაგბე უდანაშაულოდ სცნო. საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.