მესტიის მუნიციპალიტეტმა ღონისძიებასა და სახალხო ზეიმს - „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა

მესტიის მუნიციპალიტეტმა ღონისძიებასა  და სახალხო ზეიმს -  „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა

ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასა და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ მესტიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართეს „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა, CARE ავსტრიას დირექტორის მოადგილემ რობერტ ვოფსბურგერმა და მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. „ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა დონორები, ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები. მოგვიანებით დელეგაციამ მოინახულა სვანეთის მუზეუმი, რომ უკეთ გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს. ხოლო, დღის ბოლოს საჯარო ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია წარიმართა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვადასხვა აქტივობაში მიეღო მონაწილეობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინტერესო პროექტებს გაცნობოდა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობია ავსტრიის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.