ბათუმში შეკრებილები თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ

ბათუმში შეკრებილები თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ

„გახარიას ოცნება წადი", "გაათავისუფლეთ 305 ძმა", "დაგვითმეთ საქართველო ახალგაზრდებს", - ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე შეკრებილები თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ .

ბათუმში შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, დაისაჯონ ის პირები, ვინც 20 ივნისს მოქალაქეები დაარბიეს.

"დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე და მინდა, რომ თავისუფალ საქართველოში ვიცხოვრო. რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ არ შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.