ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

„ძალადობა დაუშვებელია", „რუსეთი ოკუპანტია", - ამ ლოზუნგებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც მათ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, მხარს უჭერენ გუშინ, თბილისში, სტუდენტების მიერ გამართული აქციის მოთხოვნებს.
„ასევე, თბილისში გამართულ აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს ან გადაამეტეს და ხელი შეუწყვეს პროვოკაციებს. ხელისუფლებას ვთხოვთ, სამოქალაქო მშვიდობა შეინარჩუნოს",- განაცხადეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

























