ბათუმში აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გუშინ უნდა გადამდგარიყო.
ევროპის მოედანზე შეკრებილები მოითხოვენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სრული პასუხისმგებლობა აიღოს იმ ძალადობაზე, რაც გუშინ მოხდა. აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.
"დღეს არა ირაკლი კობახიძე, არამედ "ქართული ოცნება" სახლში უნდა წავიდეს, აქ შევიკრიბეთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც გუშინდელი დღე სტკივა... ეს აქცია არც ერთი პარტიის მიერ არ არის ორგანიზებული. აქ არიან სტუდენტები და ყველა ის მოქალაქე, რომლებსაც საქართველოს ბედი აღელვებს",- აცხადებს აქციის მონაწილე გურამ ცინცაძე.

























