ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას - „ნუ გვესვრი“, მედიის წარმომადგენლები ზუგდიდშიც შეუერთდნენ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას - „ნუ გვესვრი“, მედიის წარმომადგენლები ზუგდიდშიც შეუერთდნენ. ჟურნალისტები ქალაქის ბულვარში შეიკრიბნენ და გააპროტესტეს მათი კოლეგების უფლებების შელახვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის გაშუქებისას ათობით ჟურნალისტის დაშავებამ გამოიწვია.
ზუგდიდში ცენტრალურ ბულვარში სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ 18:00 საათზე აქცია სახელწოდებით „ვერ დაგვაბრმავებთ“ დააანონსა.

























