თბილისში განვითარებულ მოვლენებს აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აფასებენ

თბილისში განვითარებულ მოვლენებს აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აფასებენ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში, მოქალაქეებთან ერთად ბათუმში, ევროპის მოედანზე იყვნენ შეკრებილი და თბილისში აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ქვეყანას აზარალებს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია აბულაძე თბილისში მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„ეს იყო შეურაცხყოფა და ჩვენი გმირების საფლავებზე ფეხის დადგმა. როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვეს. ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის. მოსახლეობას ყელში ამოუვიდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის ქვეყანას",- განაცხადა გია აბულაძემ.

























