იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრი პანკისში გაიხსნა

იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრი პანკისში გაიხსნა. ხეობის მცხოვრებლებს დღეიდან საშუალება ექნებათ, სოფელ დუისში ახლად გახსნილ ცენტრში მიიღონ უფასო სამართლებრივი კონსულტაცია, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის მოხდება იურიდიული დოკუმენტების შედგენა სასამართლოში, თვითმმართველობებში, სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ამასთან, ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სოფელ ყვარელწყლის მომსახურების ცენტრში გაიმართა პრეზენტაცია - „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა“.
დღევანდელ ღონისძიებებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობივი მოსახლეობა ესწრებოდა.

























