ანაგაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სკვერის მოსაწყობად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 600 კვ.მეტრის ფართობზე გაკეთდება ბორდიურები და დაიგება ბეტონის ფილები. ასევე, სკამები და ნარჩენების ურნები განთავსდება. ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, არსებული ტერიტორია გამწვანდება და სასეირნო ბილიკები მოეწყობა.

























