მცხეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, მუხრანი, ძველი ქანდა, ქსანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























