სოფელ ყვიბისში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სოფელ ყვიბისში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. სამუშაოები მერმა ლევან ლიპარტიამ მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მერის განმარტებით, კაჭუნაშვილების უბანში, მდინარე ყვიბისურას ორივე მხარეს, აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა, 4 უბანში ეწყობა 2 კმ სიგრძის ბეტონის გზის საფარი, ამასთანავე, სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის მონაკვეთების შეკეთება, რეაბილიტაცია უტარდება სკოლის მიმდებარედ სპორტულ მოედანს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, კი ცენტრში ეწყობა სკვერი და წყარო.

სოფელ ყვიბისში უკვე დასრულებულია წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. განახლებული სისტემით 170-მდე ოჯახი სარგებლობს, წელსვე სოფელში აშენდება ამბულატორიის ახალი შენობაც.