ბორჯომში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა, აქედან ორი მცირეწლოვანია

ბორჯომში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა, აქედან ორი მცირეწლოვანია

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრენიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ორი მცირეწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.