რუსთავის მოსახლეობა, ჭყონდიდელის დასახლებაში, პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას სამართლებრივი გზით აპირებს

რუსთავის მოსახლეობა, ჭყონდიდელის დასახლებაში, პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას სამართლებრივი გზით აპირებს

რუსთავის მოსახლეობა, ჭყონდიდელის დასახლებაში, პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას სამართლებრივი გზით აპირებს. აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, სარჩელი უკვე შეიტანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭყონდიდელის დასახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო გოგინაშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციების შემდეგ, მათ ციხის მშენებლობის შეჩერება სამართლებრივი გზით გადაწყვიტეს.

მოსარჩელე მხარის მოთხოვნაა, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ჭყონდიდელის დასახლებაში შეწყდეს ციხის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მოსახლეობა ქალაქში კიდევ ერთი ციხის მშენებლობას აპროტესტებს. პროტესტის ნიშნად ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია რემდენჯერმე გამართეს და ცენტრალური გზაც კი გადაკეტეს. ისინი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. ამ მიზნით, მათ ხელმოწერები შეაგროვეს.

ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ორი ახალი ახალი დაწესებულების მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ტერიტორია მოსწორდა და სპეციალური მესერით შემოიღობა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი დაწესებულება 700 პატიმარზე იქნება გათვლილი, მეორე კი 120-ზე.