ქუთაისში, კრივის სკოლაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, კრივის სკოლაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისის ცენტრში მდებარე სპორტულ დარბაზში, სადაც კრივის სკოლაა, ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, კრივის სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 ჯგუფია ჩართული.