გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა

უამინდობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. გუშინ ღამე სოფელ კალაურსა და შაშიაანში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, ასევე დააზიანა სკოლის სახურავი.
ძლიერმა ქარმა ვაზისუბნის გზაზე ხე მოგლიჯა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტიქიის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
მათი ინფორმაცით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

























