არსებული ინფორმაციით, ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალს 18 ივნისს წარუდგენენ

არსებული ინფორმაციით, ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალს 18 ივნისს წარუდგენენ და სავარაუდოდ, სასამართლო პროცესიც 18 ივნისს გაიმართება. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
გუშინ, ფოთში, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი ტაეკვონდოს მწვრთნელები ა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. ამ დროისთვის მწვრთნელები ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

























