ზუგდიდში 29 წლის შვილის ცემის ბრალდებით, 56 წლის ქალი დააკავეს

ზუგდიდში 56 წლის ქალი შეტყობინების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა 29 წლის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.

























