ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პირაკრული და თავზე ტომრებით მივიდნენ

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პირაკრული და თავზე ტომრებით მივიდნენ. მათ ასევე ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერები - „ძალად არჩეული მერი!“ „გეგა, შენს ვალს ზუგდიდი ვერ გადაიხდის!", „გია დანელია ზუგდიდის სირცხვილია!" და სხვა.
გიორგი შენგელიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს უმრავლესობის დეპუტატებმა და მას წარმატება უსურვეს. გარდა ამისა, მადლობა გადაუხადეს ამომრჩევლებს. არჩეულ მერს გამარჯვება არ მიულოცა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ. მისი თქმით, დღეს მერის უფლებამოსილებას კი არ უნდა ცნობდნენ, არამედ დეპუტატ გია დანელიას უფლებასმოსილების შეწყვეტაზე უნდა მსჯელობდნენ.
„ქართული ოცნების" დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ პირის აკვრა და თავზე ტომარის ჩამოცმა 9-წლიანი რეჟიმის სიმბოლოა.

























