ზაზა გაბუნია ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა

ზაზა გაბუნია ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონების განვითარებასა და დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გაბუნიას განცხადებით, რაჭას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომლის გამოყენებისთვის ხელისუფლება ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს, ეს კი პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

ზაზა გაბუნიამ სოფელ ჭრებალოში, ავთანდილ და ნიკა კენჭაძეების სახელობის ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო დარბაზიც დაათვალიერა.

მისი განცხადებით ახალი დარბაზის არსებობა და ძმები კენჭაძეების მაგალითი ბევრს მისცემს სტიმულს სპორტული მიღწევებისთვის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

მოსახლეობამ კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისა და მათი პრობლემებით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაში მონაწილეობა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ მიიღეს.