ქუთაისის მერმა ნანა კოსტავას პარტიიდან გარიცხვის მოთხოვნაზე განმარტება გააკეთა
.webp)
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას პარტიიდან გარიცხვის მოთხოვნაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ამავდროულად ქუთაისში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, განმარტება გააკეთა.
„ნანა კოსტავა არ არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი, შესაბამისად, აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი პირი მას დაატოვებინოს პარტიის რიგები. ნანა კოსტავა გახლავთ ,,კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის არასწორი და მიუღებელი“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
დღეს ნანა კოსტავას საკრებულოდან დათხოვნის მოთხოვნით, ქუთაისში აქციაც არის დაგეგმილი.

























