ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს

მოსწავლე-ახალგაზრობის განვითარების სასახლის ფოიეში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა, მოეწყო ასფალზე ხატვა და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და პატარებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

„ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. თითოეული ჩვენგანის ვალია, შეგიქმნათ უზრუნველი გარემო და ხელი შევუწყოთ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს",- განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ ღონისძიებაზე.

ღონისძიება დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და კულტურის ცენტრ "ოდიშის" ანსამბლები იღებენ.

ასევე, ღონისძიებაში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საერთაშორისო ბიზნეს სკოლა ჩაერთო.