აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად ხელმეორე კენჭისყრაა საჭირო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვერ აირჩიეს. ბორდის წევრები განმეორებით კენჭს ნახევარ საათში უყრიან. აჭარის ტელევიზიის ბორდის ხუთმა წევრმა კენჭისყრა ამ წუთებში დაასრულა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში ბორდის წევრებს პრიორიტეტები და გეგმები წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს ბორდის წევრებმა უნდობლობა ერთი თვის წინ გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს.

























