აჭარაში დაკავებული მაღალჩინოსნები ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ

ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის აჭარის ფინანსთა და ეკონომილის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში, ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე ამ წუთებში ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურიდან ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.
დაკავებულებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მასალების გასაცნობად ადვოკატებს დრო ჯერჯერობით არ აქვთ. ისინი რამდენიმე წუთში დაკავებულებს დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულებენ.

























