ფოთის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები და სხვადასხვა კატეგორიაში გამორჩეული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ფოთის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები და სხვადასხვა კატეგორიაში გამორჩეული მოსწავლეები დააჯილდოვეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის,“ ქალაქ ფოთის მერიის და ნელი გეგეშიძის ფონდის წარმომადგენლებმა ფოთის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები და სხვადასხვა კატეგორიაში გამორჩეული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან აცნობეს.

„ფოთის საზღვაო ნავსადგური ამ ღონისძიებაში უკვე მრავალი წელია ჩართულია, თუმცა, წლევანდელი ფოკუსი მეტნაკლებად განსხვავდება წინა წლებისგან იმდენად, რამდენადაც ყურადღება მიმართულია ტექნიკური სფეროს და პროფესიული განათლების პრიორიტეტულობისკენ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ფოთის პორტმა წელს გამოავლინა 6 მოსწავლე, რომლებიც აპირებენ ტექნიკური მიმართულებით განათლების მიღებას ან/და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტში, რაც თვითგანვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" წარმომადგენელმა ახალგაზრდებს მადლობის სიგელები და წამახალისებელი ფულადი ჯილდოები გადასცა. ფოთის საზღვაო ნავსადგური ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.