თელავში ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა

თელავში, ქუთაისის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

























